იაპონიის პრემიერ-მინისტრს ჩრდილო კორეის ლიდერთან შეხვედრა სურს.
დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა Kyodo წერს, რომ ტოკიომ აღნიშნული განზრახვის შესახებ ფხენიანს უკვე აცნობა. გავრცელებული ინფორმაციით, შინზო აბე იმედოვნებს, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე იაპონიის მოქალაქეების გატაცების ფაქტებსა და ჩრდილო კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამაზე ისაუბრებს.
იაპონიას იმედი აქვს, რომ ვითარების ნორმალიზაციის შემდეგ, 2002 წლის ფხენიანის დეკლარაციის განხორციელება შესაძლებელი იქნება. აღნიშნული დეკლარაცია ჩრდილო კორეასთან იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.