იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რელიგიურ მოძრაობა „გაერთიანების ეკლესიასთან“ კავშირის მქონე შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რელიგიურ მოძრაობა „გაერთიანების ეკლესიასთან“ კავშირის მქონე შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. მათ შორის გარდაცვლილი ექსპრემიერის შინძო აბეს ძმა ნობუო კიშიც არის, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
სამთავრობო ცვლილებების დროს, თანამდებობა შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის შემცირება სწორედ „გაერთიანების ეკლესიასთან“ კავშირების გამო დაიწყო. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, პრემიერ ფუმიო კიშიდას რეიტინგი სამ კვირაში 59%-დან 46%-მდე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ ექსპრემიერ შინზო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, დედის გაკოტრებას „გაერთიანების ეკლესიისთვის“ გაღებულ შემოწირულობებს უკავშირებდა. „გაერთიანების ეკლესიამ“ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რელიგიური მოძრაობის ხელმძღვანელმა ტომიჰირო ტანაკამ განაცხადა, რომ ის არ იღებდა შემოწირულობებს იმ წევრებისგან, რომელთაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ასევე, ეკლესიამ მისი პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება დაიცვა.