იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იაპონიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა ორშაბათიდან შევა ძალაში და 22 აგვისტომდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ოლიმპიური თამაშები იმართება. მანამდე, მსოფლიო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩაეტარებინათ.
ბოლო დღე-ღამეში ტოკიოში კორონავირუსის 896 შემთხვევა გამოვლინდა.