იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიადა ჩატარდება
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიადა ჩატარდება.
სინძო აბეს თქმით, ოლიმპიადა როგორც დაგეგმილია, ივლისში ჩატარდება, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს.
იაპონიაში კორონავირუსის 1400 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 28 ადამიანი.