იაპონიის პრემიერ-მინისტრი მიმდინარე კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს
იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე მიმდინარე კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
შინზო აბეს განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გაიმართება, რომელიც 4-6 სექტემბერს ჩატარდება.
იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე პროგრესის მიღწევა სამშვიდობო შეთანხმების და ოთხ სადავო კუნძულზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით სურს. ტოკიო ოთხ კუნძულს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოკუპირებულად მიიჩნევს.