იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის განკარგულებას გასცემს
იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის განკარგულებას გასცემს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, აფუმიო კიშიდამ განაცხადა.
მან რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, მიუღებელი უწოდა და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა. ფუმიო იშიდამ ვლადიმერ პუტინს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იაპონია მზად არის, მკაცრი პასუხისთვის, რომელიც შესაძლოა, სანქციებს მოიცავდეს.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ დღეს ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ზომების მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირება.