იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა #1TVSPORT
იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში 26 ფეხბურთელია:
მეკარეები – შუიჩი გონდა (შიმიცუ), დანიელ შმიდტი (სენტ ტრუიდენი, ბელგია), ეიჯი კავაშიმა (სტრასბური, საფრანგეთი);
მცველები – იუტო ნაგატომო (ტოკიო), მაია იოშიდა (შალკე, გერმანია), ჰიროკი საკაი (ურავა), შოგო ტანიგუჩი (კავასაკი), მიკი იამანე (კავასაკი), კო იტაკურა (გლადბახი, გერმანია), იუტა ნაკაიამა (ჰადერსფილდი, ინგლისი), ჰიროკი იტო (შტუტგარტი, გერმანია), ტაკეჰირო ტომიასუ (არსენალი, ინგლისი);
ნახევარმცველები – ვატარუ ენდო (შტუტგარტი, გერმანია), ჰიდემასა მორიტა (სპორტინგი, პორტუგალია), აო ტანაკა (ფორტუნა, გერმანია), გაკუ სიბასაკი (ლეგანესი, ესპანეთი), კაორუ მიტომა (ბრაიტონი, ინგლისი), დაიჩი კამადა (აინტრახტი, გერმანია), რიცუ დოანი (ფრაიბურგი, გერმანია), იუნია იტო (რეიმსი, საფრანგეთი), ტაკუმი მინამინო (მონაკო, საფრანგეთი), ტაკეფუსა კუბო (სოსიედადი, ესპანეთი), იუკი სომა (ნაგოია);
ფორვარდები – დაიძენ მაედა (სელტიკი, შოტლანდია), ტაკუმა ასანო (ბოხუმი, გერმანია), აიასე უედა (სერკლ ბრიუგე, ბელგია).
იაპონიის ნაკრებში 21 ფეხბურთელი პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. კაპიტანი მაია იოშიდა და ჰიროკი საკაი მესამე ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, 36 წლის იუტო ნაგატომოსა და 39 წლის ეიჯი კავაშიმასთვის კი ეს იქნება მეოთხე ჩემპიონატი.
იაპონიის ნაკრები E ჯგუფში გერმანიის (23 ნოემბერი), კოსტა რიკასა (27 ნოემბერი) და ესპანეთის (1 დეკემბერი) წინააღმდეგ ითამაშებს.