იაპონიის მთავრობამ შესაძლოა, მაისის ბოლოს „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინები დაამტკიცოს
იაპონიის მთავრობამ შესაძლოა, მაისის ბოლოს „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინები დაამტკიცოს

იაპონიის მთავრობამ შესაძლოა, მაისის ბოლოს „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინები დაამტკიცოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს საბჭო მომდევნო კვირას შეიკრიბება.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსი საწინააღმდეგოდ მხოლოდ კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა გამოიყენება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსის 616 123 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 10 517 ადამიანი.