იაპონიის მთავრობა განიხილავს ოლიმპიადის დროს უცხოელი სტუმრების დეპორტაციის ვარიანტს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი არ დაიცავენ იმ წესებს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ არის შემუშავებული. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა იოსიჰიდე სუგამ.
„ჩვენ შევზღუდავთ უცხოელების გადაადგილებას. ამასთან დაკავშირებით, გარკვეულ ზომებს განვიხილავთ, მათ შორის< იძულებით დეპორტაციას იმ შემთხვევაში, თუ სტუმრები არ დაიცავენ წესებს.. დაწვრილებით ვმუშაობთ ამაზე, რათა არ დავუშვათ უცხოელების კონტაქტი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან“, – განაცხადა სუგამ.
უფრო ადრე თამაშების ორგანიზატორებ,ა მიიღეს გადაწყვეტილება – არ დაუშვან ოლიმპიადაზე უცხოელი გულშემატკივრები და მოხალისეები.