იაპონიის მმართველი პარტიის ლიდერად ფუმიო კიშიდა აირჩიეს
იაპონიის მმართველი პარტიის ლიდერად ფუმიო კიშიდა აირჩიეს

იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გაიმარჯვა, რაც მის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ნიშნავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კიშიდამ 257 ხმით ვაქცინაციის მინისტრი ტარო კონო დაამარცხა. იმის გათალისწინებით, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ იაპონიის პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ფუმიო კიშიდას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.