იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტია თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს მემკვიდრეს 14 სექტემბერს აირჩევს.
სინძო აბემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გასულ კვირას განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოთხი სავარაუდო კანდიდატურა განიხილება. მათ შორის, ყველაზე დიდი მხარდაჭერით ყოფილი თავდაცვის მინისტრი შიგერუ იშიბა და მინისტრთა კაბინეტის მდივანი იოშიჰიდე სუგა სარგებლობენ.
ასევე, პრემიერობის კანდიდატები არიან, თავდაცვის მინისტრი ტარო კონო და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაპონიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფუმიო კიშიდა.