იაპონიის დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობას ორი ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიის დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 16-მა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

სტიქიამ განსაკუთრებით კუნძულ ჰონსიუზე, ფუკუისა და ისიკავას ფრეფექტურები დააზარალა. რამდენიმე რაიონში თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს გადააჭარბა.

უამინდობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. კუნძულ ჰოკაიდოზე საერთო ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სკოლის მოსწავლეები პერიოდულად პოლიციის თანამშრომლებს გადაჰყავდათ.