იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ სწრაფი კვების ობიექტში „მაცუია“, რომელსაც იაპონიაში 1000-მდე ობიექტი აქვს, ქართული კერძი შქმერული გამოჩნდა.
გარდა ამისა, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, „მაცუიაში“ მისულ მომხმარებლებს ხვდებათ სარეკლამო პოსტერი საქართველოს შესახებ ინფორმაციით.
აღნიშნული ფაქტის შესახებ იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაცია, რომელიც „ტვიტერით“ გავრცელდა, აქტიურად გაშუქდა ადგილობრივ მედიაშიც.
თავდაპირველად, ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ 70-მდე ობიექტში იყო შესაძლებელი, თუმცა პოპულარობის გამო, 2020 წლის იანვრიდან ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ თითქმის ყველა, ათასამდე ობიექტში იქნება შესაძლებელი.