იაპონიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
იაპონიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც იმპერატორის ოჯახის წევრების გარდა, 700-ზე მეტი უცხოელი სტუმარი, 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი სახელმწიფო ლიდერი ესწრება. მათ შორის არიან: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და ავსტრალიის პრემიერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, 8 ივლისს წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლის დროს თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ყოფილი პრემიერის კრემირებული ფერფლი ტოკიოს არენაზე, სადაც ცერემონია მიმდინარეობს, მისმა მეუღლემ, აკიე აბემ მიიტანა.