იაპონიაში გადაუღებელი წვიმების გამო, მსხვერპლთა რიცხვი 195-მდე გაიზარდა. სააგენტო Kyodo-ს ცნობით, მოქალაქეები უამინდობით გამოწვეულ წყალდიდობას და მეწყერს შეეწირნენ.
60 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამძებრო ოპერციაში ჩართულია 70 ათასზე მეტი ადამიანი.
6 700 იაპონელი ამ დრომდე საგანგებოდ მოწყობილ დროებით თავშესაფრებში რჩება.
დაზარალებული რეგიონები იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. მისი თქმით, წყალდიდობა მასშტაბურ კვალს დატოვებს.
გადაუღებელი წვიმები იაპონიაში 6 ივლისს დაიწყო. ყველაზე მეტად სტიქიამ ეხიმეს, ოკაიამას, შიგას, კიოტოს, ფუკუოკას და იამაგუტის პრეფექტურები დააზარალა.
ოფიციალური მონაცემებით დაზიანდა 267 ათასი სახლი. შეფერხებებია ტრანსპორტის გადაადგილებაშიც.