იაპონიაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად მიიჩნევა
იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად მიიჩნევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქალაქ ვაჯიმასა და სუზუში ათობით ადიდებულმა მდინარემ 100-ზე მეტ დასახლებამდე მისასვლელი გზები დატბორა. დაახლოებით 4 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, წყალდიდობის გამო 40 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.