იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა. 50-მდე პირი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 2 000-ზე მეტ ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ ორ მილიონამდე მოსახლის ევაკუაციის განკარგულება გასცა. რამდენიმე ადგილას არსებობს მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეც.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი. ადიდებულმა მდინარეებმა საავადმყოფოს დატბორვაც გამოიწვია, რის გამოც შენობიდან 170 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარკვეულ დასახლებებთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი.