იაპონიაში, წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 70-ს მიუახლოვდა. სტიქია ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს.
ჰიროშიმასა და სხვა რაიონებში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. ამის მიზეზი რეკორდული რაოდენობის ნალექი იყო. წყალდიდობას თან მეწყერი მოჰყვა, რის გამოც მილიონობით ადამიანი კვლავ საფრთხეშია.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ინძო აბეს გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურების ზონიდან 2 მილიონი მოქალაქის ევაკუაციის განკარგულება გასცეს. ამ დრომდე უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა იაპონიის დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია.