იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.
სტიქია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაუღებელმა წვიმამ და მდინარეების ადიდებამ გამოიწვია.
ყველაზე რთული მდგომარეობა კუმამოტოსა და კაგოშიმას პრეფექტურებშია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
მაშველები ამ დრომდე 10 ადამიანს ეძებენ. სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 40 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.