იაპონიაში წყალდიდობის საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, იშიკავას პრეფექტურის ზოგიერთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ორ ქალაქში ძლიერი წვიმით გამოწვეული დატბორვის საფრთხის გამო საჭირო გახდა 30 000-მდე ადამიანის ევაკუაცია.
იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ვაჯიმაში დაახლოებით 18 000 ადამიანს და სუძუში – 12 000-ს დროებით თავშესაფარში გადასვლა მოუწია.
„ბიბისის“ ცნობით, წყალდიდობის საფრთხის შესახებ ადგილობრივმა სინოპტიკოსებმა მოსახლეობას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეფექტურაში 12 მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებების ნაწილი დატბორა.