იაპონიაში წყალდიდობას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიაში წყალდიდობას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 40 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი და მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, იაპონიაში წელიწადის ამ დროს მსგავსი წყალდიდობები ხშირია, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ძლიერი წვიმა იყო.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, იაპონიის აღნიშნულ რეგიონში მსგავსი სიძლიერის წვიმა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ყველაზე რთული მდგომარეობა კუმამოტოსა და კაგოშიმას პრეფექტურებშია.

მაშველები ახლა 13 მოქალაქეს ეძებენ.