იაპონიაში ვულკანი Aso ამოიფრქვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ვულკანი მსოფლიოში და პოპულარული ტურისტული ადგილია იაპონიაში.
ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას და დამთვალიერებლებს ლავის ნაკადისა და ქვათაცვენის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ არ მიუახლოვდნენ მთას.
მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის გამო განგაშის მესამე დონე გამოაცხადა.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.