იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების ნაადრევად გამართვის გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა, შიგერუ იშიბამ მიიღო, რომელიც მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ახალ ლიდერად გასულ კვირას აირჩიეს.
მოქმედმა პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ, ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლის გაგრძელებას აღარ გეგმავდა.
მთავრობის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად 67 წლის შიგერუ იშიბამ კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო. ისინი ვადამდელ არჩევნებში მასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
შიგერუ იშიბა 2007-2008 წლებში იაპონიის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.