ორი ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა იაპონიაში ტაიფუნ „ხანუნის“ შედეგად. სტიქია ქვეყნის სამხრეთს დაატყდა თავს, რის გამოც ოკინავასა და კაგოშიმას პრეფექტურებში 166 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ორდღიანი შეფერხების შემდეგ მუშაობა განაახლა ოკინავას აეროპორტმა.
„ხანუნმა“ გადაუარა ტაივანსაც, სადაც მოგლეჯილია ხეები. სტიქიის გამო გაუქმდა ავიარეისები და დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე შემცირებულია მეტროპოლიტენის ფუნქციონირება.