იაპონიას ტაიფუნი „ჯები“ დაატყდა თავს. იაპონური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ოსაკას პრეფექტურაში კანსაის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა. წყალქვეშ არის მოქცეული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, აეროპორტის საპარკინგე ზონა და ტერმინალის მიწისქვეშა სართული.
სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 216 კილომეტრს აღწევს. ტაიფუნის გამო იაპონიის დასავლეთ პრეფექტურებში 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ქალაქ ოსაკაში შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა, დახურულია პარკები და სავაჭრო ობიექტები.
„ჯები“ 1993 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც იაპონიას თავს დაატყდა.