იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, 79 კი დაშავდა, ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, შეჩერებულია ფრენები
იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ გამო შეჩერებულია ფრენები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი, 79 კი დაშავდა. მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 5.2 მილიონზე მეტ ადამიანს გაეგზავნა ევაკუაციის შესახებ შეტყობინება.
ავიაკომპანიებმა, მათ შორის ANA Holdings-მა და Japan Airlines-მა განაცხადეს, რომ 800-მდე რეისია გაუქმებული.
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუზე შეჩერებულია სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. დაახლოებით 125 000 ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, ეს ერთ-ერთი უძლიერესი სტიქია იყოს, რომელიც რეგიონში ყოფილა.