იაპონიაში, ტაიფუნ „ჯების“ სულ მცირე ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კუნძულოვანი სახელმწიფოს დასავლეთ ნაწილში მძვინვარე სტიქიამ შენობები დააზიანა. კანსაის საერთშორისო აეროპორტში კი, მთავარი ტერმინალი დაიტბორა.
შენობის დაიზანების და უამინდობის გამო კი 600-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ამ დრომდე აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000-მდე ადამიანი რჩება. ისინი კანსაის აეროპორტის დატოვებას წყალმოვარდნის გამო ვერ ახერხებენ. დროებით შეწყდა მიმოსვლა რკინიგზაზეც. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში რამდენიმე მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეჩერდა. დახურულია რამდენიმე პორტი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის გამო 300 ათასამდე მოსახლისთვის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. იგივე მოუწოდა მთავრობამ ქალაქ ჰიროსიმაში მცხოვრებლებს, სადაც ტაიფუნის გამო ქალაქი 100 ათასამდე პირმა უნდა დატოვოს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი, იაპონიის სამხრეთ ნაწილში ვიზიტი გადადო. სინძო აბე სტიქიის ზონაში მყოფი პირების დახმარების საკითხში აქტიურად ჩაერთო.
იაპონელი სინოპტიკოსების ცნობით, „ჯები“ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი და მასშტაბური სტიქიაა.