იაპონიაში სიცხისგან ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა ქვეყნის დიდ ნაწილში ფიქსირდება. მათ შორის ცოტა ხნის წინ წყალდიდობისგან დაზარალებულ ჰიროსიმაშიც, სადაც ტემპერატურა 37 გრადუსს შეადგენს, კიოტოში, გიფუსა და მიეში კი 40-გრადუსს აღწევს.
სინოპტიკოსები პროგნოზით, სიცხე კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. მომდევნო კვირიდან კი ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.