იაპონიაში სექტა „აუმ სინრიკეს“ ანუ „აუმის ჭეშმარიტების სწავლების“ დამაარსებელი, სიოკო ასაჰარუ სიკვდილით დასაჯეს. მასობრივი მოწამვლის ბრალდებით, მასთან ერთად იგივე განაჩენი გამოუტანეს რელიგიური სექტის კიდევ შვიდ ხელმძღვანელს. მათ შორის არიან „სამხედრო მინისტრი“ კიოჰიდე ხაიაკავა და ტომომასე ნაკაგავა, რომელიც მომწამვლელი გაზების შემუშავებაზე მუშაობდა.
1994 წელს სექტანტებმა ქალაქ მაცუმოტოს პრეფექტურაში ნერვული აგენტი, ზარინი გაუშვეს. მომწამვლელმა ნივთიერებამ მაშინ 7 ადამიანი შეიწირა. 1995 წელს კი იგივე ნივთიერება ტოკიოს მეტროში გაუშვეს. რა დროსაც 13 ადამიანი დაიღუპა, 6 ათასზე მეტი მოიწამლა.
აღნიშული მოვლენების შემდეგ სამართალდამცველებმა სექტის ხელმძღვანელები დააკავეს. სასამართლო პროცესის შედეგად მათგან 13 დამნაშავედ ცნეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
სხვადასხვა მიზეზების გამო აღნიშნული განაჩენი 2012 წლის შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო. 6 იანვარს კი იაპონიამ ის სისრულეში მოიყვანა. იგივე განაჩენს ახლა სექტის კიდევ 6 წევრი ელოდება.
სიოკო ასაჰარუმ სექტა „აუმ სინრიკე“ 1987 წელს დააარსა. სხვადასხვა მონაცემებით დღეს სექტის მიმდევართა რაოდენობა 50 ათას ადამიანს აღეmატება. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.