იაპონიაში, საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიის იოკოჰამას პორტში მდგარ საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარად, ხომალდის ბორტზე კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა ჯამში 454-ს მიაღწია.
საკრუიზო გემი „დაიამონდ პრინცესი“ იოკოჰამას პორტში კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.
ხომალდის ბორტზე თავდაპირველად 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
კორონავირუსით ინფიცირებულები იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიო მასშტაბით უკვე 1 770 ადამიანი ემსხვერპლა.