იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისს მამაკაცმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა
იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისს მამაკაცმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა

იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა.

მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარ ოფისს 49 წლის მამაკაცმა ხუთი „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა.

თავდასხმის შედეგად არავინ დაზიანებულა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

თავდასხმის მიზეზს პოლიცია იძიებს.

ცნობისთვის, იაპონიაში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.