იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანმა სიმოემ ამოფრქვევა დაიწყო. სეისმოლოგიურმა სამსახურმა მთის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირა.
გამოცხადებულია განგაშის მესამე დონე. ადგილობრივი ხელისუფლება, მოქალაქეებს ვულკანიდან 2 კმ-ის რადიუსში მიახლოვებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ბოლოს ვულკანი სიმოე 2017 წლის ოქტომბერში ამოიფრქვა. მაშინ კრატერიდან ამოსული კვამლის სვეტი 300მ-ის აღწევდა.