იაპონიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები მეხუთე დღეა, იზრდება
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები მეხუთე დღეა, იზრდება

იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 714 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები რეკორდულად იზრდება. იაპონიაში ახალ კორონავირუსს უკვე 109 პაციენტი ემსხვერპლა.

ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“ სულ 7 460 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 712 შემთხვევა საკრუიზო გემთან, „დაიმონდ პრინცესთან“ არის დაკავშირებული.

იაპონიში პანდემიის ეპიცენტრად ტოკიო რჩება, სადაც ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი 197 ადამიანს დაუდასტურდა. დედაქალაქში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 2 000-ს უახლოვდება.