იაპონიაში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატად „რემდესივირი“ დაამტკიცეს
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატად „რემდესივირი“ დაამტკიცეს. ინფორომაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. ეს პირველი პრეპარატია, რომელიც იაპონიამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ოფიციალურად დაამტკიცა.
კომპანია „გილეადის“ მედიკამენტი „რემდესივირი“ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაციით, „რემდესივირს“ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ.