იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 510 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 510 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 510 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 510 ახალი შემთხვევიდან 89 ოსაკაში დაფიქსირდა, მათ შორის 59 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ოსაკას პრეფექტურისთვის ეს 9 აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხი 200-ს პირველად ჩამოსცდა.

იაპონიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირთა საერთო რაოდენობა 25 808-ს აღწევს, მათ შორი 986 გარდაიცვალა.