იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 3 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 3 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი დაფიქსირდა.

ამასთან, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემოთხვევების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში „კოვიდ-19“ 3 823 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 949 შემთხვევა დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში გამოვლენილია ინფიცირების 214  259 შემთხვევა, მათ შორის 3 165 პაციენტი გარდაიცვალა.