იაპონიაში, სადაც ბოლო კვირაა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება, მთავრობა ტესტირების მასშტაბების გაზრდას ცდილობს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამისთვის ქვეყნის მასშტაბით დროებითი სამედიცინო ცენტრები დაამონტაჟეს, სადაც მოსახლეობა მანქანიდან გადმოუსვლელად შეძლებს, გაიაროს ტესტი. ამასთან ერთად, პროცესში ჩაერთვნენ საერთო პროფილის ექიმებიც, რომლებიც მოსახლეობას ტესტირებას უტარებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ პარასკევს პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ადგილობრივი სამედიცინო ასოციაციის დახმარებით, ჩვენ ტესტირების ცენტრებს დავამონტაჟებთ. თუ მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ ტესტირება აუცილებელია, მაშინ ნიმუშები სწორედ ამ ცენტრებს, შემდეგ კი, კერძო სამედიცინო კომპანიებს გადაეგზავნება გამოსაკვლევად. ჯანდაცვის სახალხო ცენტრებზე წნეხს ასე შევამსუბუქებთ“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.