იაპონიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ქვეყანაში 23 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 16 905 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 723 ადამიანი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაპონიის 47-დან 39 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა.
დედაქალაქ ტოკიოში, ოსაკასა და იმ პრეფექტურებში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული საგანგებო მდგომარეობა კვლავ ძალაში რჩება.