იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 15 257-მდე გაიზარდა
იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 15 257-მდე გაიზარდა

იაპონიაში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 26 ადამიანი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 6 მაისამდეა დაწესებული, თუმცა ქვეყნის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობა იაპონიაში გაგრძელდეს.

იაპონიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ის 15 257 შემთხვევაა გამოვლენილი,  გარდაცვლილია 471 ადამიანი.