იაპონიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
იაპონიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 981 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

იაპონიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 32,614 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1,014 ლეტალური აღმოჩნდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა ოსაკასა და აიტის პრეფექტურებშიც. ოსაკაში გამოვლინდა ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა, ხოლო ატიში „კოვიდ-19“-ის 110 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.