იაპონიაში ხელისუფლება მოსახლეობას წყალდიდობისა და მეწყრის საშიშროების შესახებ აფრთხილებს, ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება
იაპონიაში ხელისუფლება მოსახლეობას წყალდიდობისა და მეწყრის საშიშროების შესახებ აფრთხილებს, ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება

იაპონიაში გადაუღებელი წვიმის ფონზე ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება, – ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK წერს.

იაპონიაში რამდენიმე პრეფექტურის ხელისუფლება ძლიერი წვიმის ფონზე მოსახლეობას წყალდიდობის, მეწყრისა და მდინარეების ადიდების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. გადაუდებელი წვიმის ფონზე, კიუშუს რეგიონის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით რაიონებში მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ევაკუაციისთვის მოემზადონ.

მედიის ცნობით, მეწყრის რისკი უკიდურესად მაღალია კუმამოტოს, ფუკუოკას, ოიტას, მიაზაკის, საგასა და იამაგუჩის პრეფექტურებში.

იაპონიის დასავლეთით მდებარე იამაგუჩის პრეფექტურაში ძლიერი წვიმის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა, ხოლო ქალაქ მაინში, მდინარე აკაგავაზე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა.