იაპონიაში ძლიერი წყალდიდობას სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
იაპონიის ცენტრალურ ნაწილში უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. მათ ამ წუთებში სამაშველო სამსახური ეძებს.
რეგიონიდან მილიონ-ნახევარი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურა. ქალაქებში გზები დაიტბორა.