იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო, 3 400-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი მათგანი დაიღუპა
იაპონიაში გაუსაძლისი სიცხე უკვე 7 დღეა გრძელდება, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ოფიციალური მონაცემებით, 25 ივნისიდან 2 ივლისამდე იაპონიის ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსს ცდებოდა. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს 3 473 მოქალაქე, მათ გაუწყლოვნების ნიშნები აღენიშნებოდათ.
სამი ადამიანი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. იაპონიის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტი სითხე მიიღონ და დღის განმავლობაში მზეში სიარულისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, შარშან იაპონიაში გაუსაძლისი სიცხის გამო, 44 ადამიანი გარდაიცვალა.