იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ NHK ავრცელებს.
სტიქიამ ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 110 დაშავებულია, 19 კი, უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მიწისძვრის ეპიცენტრი იბურას რაიონში, 37 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სტიქიის შემდეგ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამასთან, მიწისძვრის შედეგად მთიან რეგიონებში მეწყერი ჩამოწვა.