იაპონიაში მოსული უხვი ნალექის შედეგად 62 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იაპონური მედია წერს.
ჟურნალისტების ცნობით, ყველაზე მეტი დაღუპული ჰიროსიმასა და ეჰიმეს პრეფექტურებშია აღმოჩენილი. ამ დროისთვის, დაკარგულად მიიჩნევა 46 ადამიანი.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაწყებული წყალდიდობის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4,72 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.