იაპონიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ოთხი და ინფიცირების 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ით გარდაცვალების ოთხი და ინფიცირების 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 114 ადამიანი ემსხვერპლა 7967 კი ინფიცირებულია.
ქვეყანაში უკვე ერთი კვირაა, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.