იაპონიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად, იაპონიაში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 100-ს ჩამოსცდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანში ვირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით კი ექვსი ადამიანი დაიღუპა.

იაპონიაში მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, ქვეყანაში შეზღუდვების  შემსუბუქებისთვის ემზადებიან.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში „კოვიდ 19“-ის 16 259 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 570 ინფიცირებული.