იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყნაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 18 214 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 938 ადამიანი.
ამასთან, გუშინ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ვირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.