იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იაპონიაში დღეში 200 შემთხვევა 3 მაისის შემდეგ არ გამოვლენილა.
საერთო ჯამში იაპონიაში ვირუსის 19 994 შემთხვევაა აღრიცხული. 990 ადამიანი დაიღუპა.
ვირუსის ხელახლა გავრცელების გამო, ტოკიოს გუბერნატორმა მოუწოდა მოქალაქეებს განსაკუთრებული საჭიროების გარდა, სხვა რაიონებში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.