იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში იაპონიაში 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან პირველად, იაპონიაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ათასს გადასცდა.
ყველაზე რთული მდგომარეობა ტოკიოში, ოსაკა და აიტის პრეფექტურაშებშია.
საერთო ჯამში იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 33 761 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 017 ადამიანი.